ჯეფრიმ განცხადება გაავრცელა

“უსაფრთხოების დერეფნის შესახებ მოლაპარაკებები თურქეთთან გრძელდება“

1246708
ჯეფრიმ განცხადება გაავრცელა

 

ამერიკის შეერთებული შტატების  სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში ჯეიმს ჯეფრიმ განაცხადა, რომ თურქეთთან მოლაპარაკებები ბუფერული ზონის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ გრძელდება და ამ საკითხში რაიმე გარიგება ჯერ არ გაუფორმებიათ. ამის შესახებ ელჩმა განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე და აქვე შეშფოთება გამოთქვა ქურთული სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის, PKK-ს სისხლიანი ქმედებების მიმართ. ”ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ პკკ-ს სისხლიანი ქმედებებითაც და მუქარებითაც, რამეთუ, გასულ კვირას მათ, ერაყის ქალაქ ერბილში თურქი დიპლომატი მოკლეს და ახლა ჩვენ ვცდილობთ კომპენსაცია გავუწიოთ ჩვენს შეშფოთებას”, აღნიშნა ჯეფრიმ. მისივე თქმით, აშშ-ი კვლავ გააგრძელებს ინტენსიურ ურთიერთობებს სირიის დემოკრატიულ ძალებთან, რადგან, ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის გლობალური საფრთხე ჯერ კიდევ გრძელდება და იგი   არსებობას აგრძელებს ზოგიერთ რეგიონში, მათ შორის იდლიბსა და ევფრატის სამხრეთში



მსგავსი ინფორმაციები