ანკარა ამერიკულ დელეგაციას ელის

განიხილავენ სირიის საზღვარზე უსაფრთხო ზონის შექმნის საკითხს

1246838
ანკარა ამერიკულ დელეგაციას ელის

 

ანკარამ განაცხადა, რომ სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის შექმნის საკითხში დროის გაცდენის უფლებას არავის მისცემენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აქსოიმ, ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო დელეგაცია სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის საზღვართან, უსაფრთხო ზონის შექმნის თაობაზე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის 5 აგვისტოს ეწვევა ანკარას. მისივე თქმით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ჯეიმს ჯეფრი ამ დღეებში სტუმრობდა თურქეთს და სხვადასხვა  შეხვედრებზე დეტალურად განიხილეს ბუფერული ზონის შექმნის ყველა ასპექტი, თუმცა, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს უსაფრთხო ზონის ფართობში, ამიტომაც ამ საკითხში ამერიკული დელეგაციისგან ახალ წინადადებებს ელიან და თუ კვლავ ვერ მიაღწევენ კონსენსუსს, მაშინ, თურქეთი თვით იზრუნებს და შექმნის უსაფრთხო ზონას



მსგავსი ინფორმაციები