ჩავუშოღლუმ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების შესახებ  მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ჩავუშოღლუმ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების შესახებ  მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1240110
ჩავუშოღლუმ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობების შესახებ  მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშღლუმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ამერიკა მათდამი მტრულ პოზიციას დაიკავებს, შესაბამისად უპასუხებენ. ჩავუშოღლუმ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.  „ჩვენ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის, საკუთარი თავდაცვის სისტემის შესაქმნელად სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ. ჩვენ ასევე,   ეროვნული წარმოების თვითმფრინავის, ტანკის, ვერტმფრენის შექმნისათვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ. იმ შემთხვევაში თუ აშშ  ავიაგამანადგურებელ  F-35-ებს არ მოგცემს, სანამ ჩვენივე შესაძლებლობით მსგავსი იარაღის წარმოებას დავიწყებთ,  საჭიროებისამებრ სხვა ალტერნატიულ ბაზარს მოვძებნით. როგორც,  რუსეთისგან S-400-ბის საზენიტო-სარაკეტო სისტემები შევიძინეთ. იმ შემთხვევაში თუ ამერიკა,  თურქეთს სანქციებს დაუწესებს, რა თქმა უნდა ჩვენც შესაბამისად ვუპასუხებთ,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ.   



მსგავსი ინფორმაციები