თურქეთი ამერიკას შეცდომიდან დაბრუნებისკენ მოუწოდებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თურქეთმა, ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა, F-35-თან დაკავშრებით გადადგმული არასამართლიანი ნაბიჯიდან უკან დაბრუნდეს რათა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ზიანი არ მიადგეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ, აშშ-ს მთავრობის მხრიდან თურქეთის, ამერიკული გამანადგურებლის F-35-ის წარმოების პროგრამაში მონაწილეობიდან გაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ, შეერთებულ შტატებს მოვუწოდებთ დაბრუნდეს ამ შეცდომიდან, რაც ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებში გამოუსწორებელ ჭრილობებს გამოიწვევს. ეს ცალმხრივი გადაწყვეტილება მოკავშირეობის სულისკვეთებას არ შეესაბამება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი დასაყრდენი არ გააჩნია. F-35-ის წარმოების პროგრამიდან მთავარი მოკავშირის გაყვანა, არასამართლიანი ქმედებაა. რაც შეეხება S-400-ების სისტემის, F-35-ებზე დაკავშირება, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ის არ შეჩერდება. აშშ-თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობა მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, არამედ პრაქტიკაშიც უნდა განხორციელდეს. განსაკუთრებით კი ტერ ორგანიზაცია, DEAŞ-ის, PKK/PYD/YPG-ს და FETÖ-ს წინაშე ბრძოლაში უნდა აისახებოდეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის მთავრობის ეს გადაწყვეტილება, ჩვენი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის და მისი ამერიკელი კოლეგა, დონალდ ტრამპის G-20-ის სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრის სულისკვეთებასაც არ შეესაბამება.“ შეგახსენებთ, რომ ამერიკის მთავრობამ გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთი, რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს S-400-ის შეძენის გამო, უახლესი ამერიკული გამანადგურებლის F-35-ის წარმოების პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს.
მსგავსი ინფორმაციები
ჰაქან ფიდანმა ისრაელის მხრიდან თურქი აქტივისტის მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა
ჰაქან ფიდანმა ისრაელის მხრიდან თურქი აქტივისტის მკვლელობა მკაცრად გააკრიტიკა