2016 წლის 15 ივლისი გადატრიალების მცდელობიდან სამი წელი გავიდა

15 ივლისი გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებმა  მესიჯები  გაავრცელეს

1235786
2016 წლის 15 ივლისი გადატრიალების მცდელობიდან სამი წელი გავიდა

ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს მხრიდან 2016 წლის 15 ივლისს განხორციელებული გადატრიალების მცდელობიდან სამი წელი გავიდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებმა მესიჯები გაავრცელეს. ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ მესიჯში აღნიშნავს: „15 ივლისი ღამეს ღმერთის წყალობით და ჩვენი ერის მამაცური დგომით, ტერ ორგანიზაცია  FETÖ-ს გადატრიალების მცდელობა ჩახშობილ იქნა. ეს გმირული სულის კვეთება ჩვენში სამუდამოდ დარჩება.“

საგარეო საქმეთა სამინისტრო: „15 ივლისის წლისთავზე დემოკრატიის და სამშობლოსათვის დაღუპულებს და დაშავებულებს პატივისცემით მოვიხსენიებთ.“

შინაგან საქმეთა მინისტრი სილეიმან სოილუ: „15 ივლისი ღამეს ჩვენმა ერმა ენით აღუწერელი გმირობა ჩაიდინა. ამ გმირობის მთავარი მესიჯი კი ის გახლდათ, რომ თურქეთში გადატრიალებების პერიოდი დასრულდა.“



მსგავსი ინფორმაციები