ერდოღანი ნაგოიაში თურქებს შეხვდა

ერდოღანი: „მომავალი წლის აპრილის თვიდან სტამბოლიდან იაპონიის ქალაქ ოსაკაში თურქეთის ავიახაზები  (THY) პირდაპირ ფრენებს დაიწყებს“

1227512
ერდოღანი ნაგოიაში თურქებს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია, PKK-ს, DHKP-C-სა და FETÖ-ს შოროს არანაირი სხვაობა არ არსებობს. ერდოღანმა იაპონიის ქალაქ,  ნაგოიაში  ამ ქვეყანაში მცხოვრებ  თურქებს შეხვდა და მათთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „იაპონიაში,  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-სთან კავშირში მყოფი სკოლები, ფონდები და სხვა ორგანიზაციები ჯერ კიდევ აქტიურად ფუნქციონირებენ. ეს ტერ ორგანიზაცია საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს ინტენსიური ცილისმწამებლური კამპანიას. სისხლის მღვრელი ეს ტერ ორგანიზაცია იგივეა, რაც PKK და  DHKP-C. მათ შორის არანაირი სხვაობა არ არსებობს.“  პრეზიდენტმა თურქებთან შეხვედრის დროს ისიც აღნიშნა, რომ მომავალი წლის აპრილის თვიდან სტამბოლიდან იაპონიის ქალაქ,  ოსაკაში თურქეთის ავიახაზები  (THY) პირდაპირ ფრენებს დაიწყებს.



მსგავსი ინფორმაციები