ოსაკაში ერდოღან-ტრამპის შეხვედრა გაიმართა

ტრამპი თურქეთში ვიზიტს გეგმავს

1227131
ოსაკაში ერდოღან-ტრამპის შეხვედრა გაიმართა

 

იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე დიდ ოციანთა სამიტის ფარგლებში რეჯეპ თაიპ ერდოღანს პირველი პირისპირი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ჰქონდა და 40 წუთის განმავლობაში განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები, ასევე აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები. შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ერდოღანმა მეტად მნიშვნელოვანი და შინაარსიანი უწოდა ამერიკელ კოლეგასთან გამართულ საუბარს და ხაზი გაუსვა, რომ მიღწეული შეთანხმებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობას უწინდელივით გააგრძელებენ და მას კიდევ უფრო გააფართოებენ. “ამჟამად ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობა 75 მილიარდ დოლარამდე ავიდა, მაგრამ, დიდი პოტენციალი გაგვაჩნია, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა, მით უმეტეს, რომ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოვადგენთ. ამიტომაც, მე მჯერა, რომ ეს სოლიდარობა მომავალშიც გაგრძელდება“, განაცხადა ერდოღანმა. დონალდ ტრამპმა კი თურქეთისათვის ამერიკული პატრიოტების არ მიყიდვაში, ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ იგი ანკარას არა სამართლიანად მოექცა. ტრამპმა უპასუხა რა ჟურნალისტების კითხვას, რუსული რაკეტების გამო, თურქეთისადმი შესაძლო სანქციების დაწესების საკითხს, თქვა, რომ ეს არის ძალზედ არეული და რთული საკითხი, ეძებენ საკითხის მოგვარების სხვადასხვა გზებს, რადგან, ვალდებულნი არიან თურქეთს სამართლიანად მოექცნენ. სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრისას კი ტრამპმა აღნიშნა, რომ ამჟამინდელი 75 მილიარდიანი ბრუნვა, უახლოეს ხანებში 100 მილიარდ დოლარამდე უნდა აიყვანონ. ამერიკელი პრეზიდენტის განცხადებით, იგი თურქეთში ვიზიტს გეგმავს, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია



მსგავსი ინფორმაციები