ჰულუსი აქარი ევანგელოს აპოსტოლაკისს შეხვდა

ჰულუსი აქარი ევანგელოს აპოსტოლაკისს შეხვდა

1225824
ჰულუსი აქარი ევანგელოს აპოსტოლაკისს შეხვდა
akar-stoltenberg.jpg

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა  ჰულუსი აქარმა  ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე,  ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრების ფარგლებში თავის ბერძენ კოლეგა,  ევანგელოს აპოსტოლაკისს შეხვდა. შეხვედრაზე ათენსა და ანკარაში გამართული შეხვედრების დეტალები და ეგეოსის ზღვაში უსაფრთხოების თვალსაზრისით გადასადგმელი ერთობლივი ქმედებები იქნა განხილული. მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის თვალსაზრისით ორმხრივი შეხვედრების გაგრძელება აუცილებელი და ხელსაყრელი პირობაა. თურქმა მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის თვალსაზრისით როგორც ეგეოსის ასევე ხმელთაშუა ზღვებში პროვოკაციული ქმედებების და განცხადებებისაგან შორს დგომა აუცილებელია. მეორეს მხრივ ჰულუსი აქარმა  ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან  და სხვა ქვეყნების თავდაცვის წარმომადგენლებთან ცალ-ცალკე პირისპირ შეხვედრები გამართა.



მსგავსი ინფორმაციები