ჰაქურქში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

გუშინ კიდევ 6 სეპარატისტი იქნა ლიკვიდირებული

1223624
ჰაქურქში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

 

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებით, 27 მაისიდან ჩრდილოეთ ერაყის ჰაქურქის რეგიონში დაწყებული სამხედრო ოპერაცია “კლანჭები, რომელიც მიმართულია აქ თავშეფარებული ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წინააღმდეგ, წარმატებით გრძელდება და გუშინ კიდევ 6 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული რა, ამით განეიტრალებულ სეპარატისტთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. “გარდა ამისა, ამავე პერიოდში განადგურდა ტერორისტული ორგანიზაციის კუთვნილი 84 ნაღმი და ხელნაკეთი ბომბი, 136 თავშესაფარი, გამოქვაბული და ბუნკერი, ათობით საცეცხლე წერტი და არსენალი. ოპერაციები  რეგიონში გრძელდება“, აღნიშნულია თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრეს სამსახურის განცხადებაში. ახლახან მიღებული ინფორმაციებით, თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ბითლისის ოლქის თათვანის რაიონში წარმოებული შიდა ოპერაციების ფარგლებში 3 და თუნჯელის ოლქში კი  2 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული



მსგავსი ინფორმაციები