თურქეთმა  S-400-ებთან დაკავშირებით ამერიკის წერილს უპასუხა

თურქეთმა  S-400-ებთან დაკავშირებით ამერიკის წერილს უპასუხა

1220704
თურქეთმა  S-400-ებთან დაკავშირებით ამერიკის წერილს უპასუხა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა,  ამერიკის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის პატრიკ შანაჰანის S-400-ის საჰაერო თავდაცვის სიტემებთან დაკავშირებით  გამოგზავნილ წერილს უპასუხა. თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, მინისტრმა  აქარმა, 2019 წლის 6 ივნისს შაჰანის მიერ გამოგზავნილ წერილს უპასუხა. აქარის წერილში ნათქვამია: „კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ აღნიშნულს წერილში და მასში ასახული მიდგომა   ჩვენი მოკავშირეობის და ალიანსის  სულისკვეთებას არ შეესაბამება. ასევე მიუღებელია წერილში გამოყენებული ენა. ვიმედოვნებთ, რომ ურთიერთპატივისცემით და მეგობრული მიდგომით,  არსებული პრობლემების მოლაპარაკებების გზით მოგვარებას შევძლებთ.“  


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ამერიკა , #S-400 , #პასუხი

მსგავსი ინფორმაციები