ქალინმა აქტუალური საკითხები შეაფასა

“თურქეთი არ დაუშვებს სირიის საზღვარზე ქურთული სუბიექტის შექმნას“

1218332
ქალინმა აქტუალური საკითხები შეაფასა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს წარმომადგენელმა იბრაჰიმ ქალინმა, გუშინ, მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასრულების შემდეგ პრესისათვის განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეეხო სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე მოვლენებს და თქვა, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე რაიმე ქურთული სუბიექტის შექმნას გამორიცხავენ. "იდლიბში, ტელ რიფატში და ევფრატის აღმოსავლეთ მხარეში, რომლებიც ოკუპირებულია სირიელი ქურთი სეპარატისტების მხრიდან, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა მდგომარეობა ჩვენს საწინააღმდეგოდ არ შეიცვალოს და ასეთ ნაბიჯებს მომავალშიც გადავდგამთ. ჩვენი პრეზიდენტის მტკიცე და მყარი პოზიციით, ჩვენი ქვეყნის სამხრეთში, სირიის საზღვარზე, პკკ-ას მხრიდან სასურველი ქურთული სახელმწიფოებრიობის შექმნა ამიერიდან გამორიცხულია“, ხაზგასმით აღნიშნა ქალინმა. იგი შეეხო აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბუნებრივი რესურსების ძიება-მოპოვების გამო წარმოქმნილ კრიზისსაც თქვა, რომ ამ საკითხში სამხრეთ კვიპროსი ცდილობს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვოს ჩრდილოეთ კვიპროსიც და მისი გარანტორი თურქეთიც, რითაც არღვევს ორმხრივ და საერთაშორისო კანონმდებლობებსაც, რასაც მკაცრად გმობს ოფიციალური ანკარა. “როგორც აქამდე, ამის მერეც თურქეთი ყველანაირ პლატფორმაზე კვალავ დაიცავს  კვიპროსელი თურქების უფლებებს“, აღნიშნა პრეს სპიკერმა



მსგავსი ინფორმაციები