ფუათ ოქტაი  FETÖ-ს საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს მოუწოდებს

ფუათ ოქტაი  FETÖ-ს საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს მოუწოდებს

1216591
ფუათ ოქტაი  FETÖ-ს საკითხთან დაკავშირებით მსოფლიოს მოუწოდებს

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა  ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ ბუნებრივია, რომ ყველა სახელმწიფომ უნდა გააუქმოს  თანამშრომლობის  ხელშეკრულებები, რომლებსაც აქვთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მაგალითად  როგორიცაა ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია,  FETÖ. ფუათ ოქტაიმ,   შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს,  დამსწრე საზოგადოებას მიმართა. მან სიტყვით გამოსვლისას, კიდევ ერთხელ გაიხსენა, 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული წარუმატებელი გადატრიალების მცდელობა. მაშინ 251 ადამიანი დაიღუპა, 2000-ზე მეტი კი დაშავდა. მისივე თქმით, FETÖ არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც თურქეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ერის კეთილდღეობაზე განახორციელა თავდასხმა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციის მაღალი დონის სეგმენტზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასულ დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ როგორც კერძო,  ასევე სახელმწიფო დაწესებულებებმა უნდა გააუქმონ  თანამშრომლობის  ხელშეკრულებები, ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია,  FETÖ-სთან. მან ბოლოს,  FETÖ-ს წევრობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესებსაც შეეხო და დასძინა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობს რა, მსოფლიო თანამეგობრობას,   თურქეთის სასამართლოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილებების პატივისცემისკენ მოუწოდა.  



მსგავსი ინფორმაციები