ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გავრცელდა

გუშინ საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გავრცელდა

1211788
ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გავრცელდა

გუშინ საპრეზიდენტო კომპლექსში გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გავრცელდა.      

განცხადების თანახმად, დეტალურად იქნა განხილული ჩრდილოეთ ერაყში დაბუდებული სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ წარმატებულად მიმდინარე „ოპერაცია კლანჭები“ და აღნიშნულია, რომ თურქეთი ყველა ტერორგანიზაციასთან, ისევე როგორც წარსულში, მტკიცედ გააგრძელებს ბრძოლას.

განცხადების თანახმად, იდლიბის დეესკალაციის ზონაში, სადაც თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებიც ასრულებენ მისიას, აქ მცხოვრები სამოქალაქოების წინააღმდეგ სირიის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმები იდლიბის შეთანხმებას ეწინააღმდეგება და ზიანს აყენებს ასტანის პროცესის სულისკვეთებას და ახალი ჰუმანიტარული კრიზისის და მასობრივი მიგრაციის თავიდან ასაცილებლად სათანადო ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ განხილული იქნა კვიპროსის კუნძულის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. „თურქეთის რესპუბლიკამ, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის და კვიპროსის თურქი ხალხის უფლებებისა და ინტერესების დაცვის სიმტკიცე კიდევ ერთხელ გამოხატა, საჭიროა რეგიონის მიმართ პროვოკაციული ქმედებებისგან და უპასუხისმგებლო განცხადებებისგან თავის შეკავება, თურქეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ქმედებს გააგრძელებს და არ დაუშვებს ფაქტის წინაშე დაყენების მცდელობებს.“-აღნიშნულია ეროვნული უშიშროების საბჭოს დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები