ოპერაცია „კლანჭი“-ს ფარგლებში ორი ჯარისკაცი დაიღუპა

ოპერაციის დაწყებიდან დღემდე რეგიონში მთლიანობაში 19 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

1210795
ოპერაცია „კლანჭი“-ს ფარგლებში ორი ჯარისკაცი დაიღუპა

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ, ერაყის ჩრდილოეთში დაწყებული ანტიტერორისტული ოპერაცია სახელწოდებით „კლანჭი“-ს ფარგლებში ორი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. საკითხთან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჰაკურკში 27 მაისს დაწყებული „კლანჭი“ სახელწოდების ოპერაციის ფარგლებში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PKK-ს წევრების მიერ წინასწარ ჩამონტაჟებულ ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად შეიარაღებულ ძალებში შემავალი ორი სამხედო დაიღუპა. დაღუპულების ოჯახებს, თურქ ხალხს და შეიარაღებულ ძალებს სამძიმარს ვუცხადებთ.“ მეორეს მხრივ,  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე რეგიონში მთლიანობაში 19 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.



მსგავსი ინფორმაციები