ერდოღანმა სალიჰი მიიღო

შეხვედრა სტამბოლში ვაჰდეთთინის სასახლეში გაიმართა

1210025
ერდოღანმა სალიჰი მიიღო

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამუშაო ვიზიტით თურქეთში მყოფი ერაყის პრეზიდენტი ბარჰამ სალიჰი მიიღო. სტამბოლში, ვაჰდეთთინის სასახლეში პრესისათვის დახურულ ფორმატში  გამართული შეხვედრა,  დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. შეხვედრას თურქეთის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და  ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ჰაქან ფიდანი ესწრებოდნენ.  შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ერდოღანმა, სალიჰის საპატივცემულოდ იფთრის ვახშამი გამართა, რომელსაც ორივე ქვეყნის პრეზიდენტების მეუღლეებიც ესწრებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები