საფრანგეთმა თურქეთს  SAMP-T ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიყიდვა შესთავაზა

საფრანგეთმა თურქეთს  SAMP-T ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიყიდვა შესთავაზა

1206082
საფრანგეთმა თურქეთს  SAMP-T ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიყიდვა შესთავაზა

თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ საფრანგეთმა  თურქეთს „SAMP-T“  ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მიყიდვა შესთავაზა. ჰულუსი აქარმა ანკარაში,  მედიაწარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა რა დროსაც მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „ფრანგებმა ჩვენ SAMP-T ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის მოყიდვა შემოგვთავაზეს. საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამუშაოები გრძელდება,“ განაცხადა აქარმა. თავდაცვის მინისტრს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ასეთი კითხვა დაუსვა: „თურქეთის შეიარაღებული ძალების პერსონალი,    S-400-ების მართვასთან დაკავშირებით შესაბამისი განათლების მისაღებად მართლა გაემგზავრნენ რუსეთში?“ ასეთი პასუხი გასცა: „დიახ,  S-400-ის  საზენიტო სარაკეტო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პერსონალი რუსეთში შესაბამის კურსებს გადის. ისინი სხვადასხვა პოზიციების საგანმანათლებლო კურსებს გადიან. მედიაში მათ რაოდენობასთან  დაკავშირებით სხვადასხვა ციფრები ვრცელდება. ციფრები, რა თქმა უნდა ყოველთვის იცვლება და ეს ყველაფერი სამომავლოდაც გაგრძელდება.“



მსგავსი ინფორმაციები