აქარმა მალათიის სამხედრო ბაზა მოინახულა
“S-400 სისტემა, ნატოს სისტემისგან დამოუკიდებელად იმოქმედებს“

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდლებმა ქალაქ მალათიაში ის სამხედრო ნაწილი მოინახულეს, სადაც უნდა განლაგდეს ამერიკული F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები და ადგილზე გაეცნენ ამ მხრივ მიმდინარე სამუშაოებს.
აქარმა აქვე განცხადება გაავრცელა პრესისათვის და მასში შეეხო რა რუსეთიდან შესაძენი S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემას, ხაზი გაუსვა, რომ იგი რაიმე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს F-35 პროექტზე, რადგან, თურქეთი არის F-35 პროგრამის ერთ ერთი პარტნიორთაგანი და ამ პროექტის შესრულების მიზნით, დღემდე შეუფერხებლად და სრული პასუხისმგებლობით მუშაობს, თანაც ამ თანამშრომლობის ფარგლებში უკვე გადახდილი აქვს 1.2 მილიარდი დოლარის თანხა.
"როგორც კი S-400 სისტემის ყიდვა დადგა დღის წესრიგში, ამერიკამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში F-35 არ მოგვცემდა. ჩვენ ამის საპასუხოდ, ამერიკას და სხვა პარტნიორებს, მათთან გაფორმებული კონტრაქტი ვაჩვენეთ, რომელშიც არსად არ წერია, რომ თუ პარტნიორთაგან რომელიმე რუსულ S-400 სისტემას შეისყიდის, იგი F-35 პარტნიორობიდან გაირიცხება. ასე რომ ჩვენ პირნათლად ვასრულებთ F-35 წარმოების ფარგლებში ხელმოწერილ შეთანხმებას და მას ამერიკა არღვევს, როცა ეწინააღმდეგება ანკარის მხრიდან რუსული სისტემის შეძენას, მით უმეტეს, რომ ჩვენ მთელი სერიოზულობითა და გულწრფელობით კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, S-400 სისტემა, ნატოს სისტემისგან სრულიად დამოუკიდებელად იმოქმედებს და მისი კონტროლის მექანიზმებიც მთლიანად თურქეთის ხელში იქნება რა, არ მოხდება მისი სისტემის ინტეგრაცია ნატოს სისტემასთან“ განაცხადა აქარმა