ერდოღანი AKP-ს ტრადიციულ ელჩების იფთრის პროგრამაზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი AKP-ს ტრადიციულ ელჩების იფთრის პროგრამაზე სიტყვით გამოვიდა

1199271
ერდოღანი AKP-ს ტრადიციულ ელჩების იფთრის პროგრამაზე სიტყვით გამოვიდა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორიზმის და მზარდი რადიკალიზმის წინააღმდეგ თურქეთის დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მსოფლიოს მასშტაბით ამ საკითხში ორმაგი სტანდარტი გრძელდება. პრეზიდენტმა,   სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) ცენტრალურ ოფისში  გამართულ ტრადიციულ ელჩების იფთრის (სამარხო ვახშამი) პროგრამაზე სიტყვით გამოვიდა რა, გასული ორი თვის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა მხარეებში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებზე გაამახვილა ყურადღება და  აღნიშნა, რომ მზარდი რადიკალიზმის, ძალადობის და ტერორის პრობლემა მსოფლიოს ყველა კუთხეში გრძელდება.   მისივე თქმით,  ამის ნათელი მაგალითი ახალ ზელანდიაში და შრი-ლანკაში განხორციელებული ტერაქტებია. პრეზიდენტმა გაეროს,  საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებს მოუწოდა, 15 მარტი ისლამოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღედ გამოცხადდეს. ამისათვის კი მსოფლიოსგან მხარდაჭერა მოითხოვა. „მიუხედავად თურქეთის ტერორის და რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დიდი ძალისხმევისა, მსოფლიოში ამ სფეროში ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა გრძელდება. ამის ნათელი მაგალითი კი ის გახლავთ, რომ ევროპის ყველა კუთხეში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK/YPG-ს ტოლერანტობით ექცევიან. უფრო მეტიც, მათ სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერებს უწევენ. მეორეს მხრივ,  ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერი ამერიკაში თავისუფლად ცხოვრობს. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ტერ ორგანიზაცია, დაეში-ს წინააღმდეგ თურქეთს შესაბამისი მხარდაჭერა არცერთმა  ქვეყანამ არ გაუწია. ისლამის წინააღმდეგ ინტენსიური თავდასხმების  და  რასიზმის თვალსაზრისით შესაბამისი ზომების მიუღებლობა შეიძლება ითქვას, რომ ამ ყველაფრის ერთ-ერთი მიზეზია,“ განაცხადა პრეზიდენტმა რედოღანმა.

 



მსგავსი ინფორმაციები