მარმარისში საკრუიზო ტურიზმი გრძელდება

მარმარისში საკრუიზო ტურიზმი გრძელდება

1197553
მარმარისში საკრუიზო ტურიზმი გრძელდება

თურქეთის  მუღლის პროვინციაში მდებარე  საკურორტო ქალაქ მარმარისში საკრუიზო ტურიზმი გრძელდება. მალტის დროშის ქვეშ მცურავი „ჰორიზონტი“-ს სახელწოდების საკრუიზო გემი 1400 მგზავრით  და 500 ეკიპაჟის წევრით ქალაქის პორტში უკვე შევიდა. ტურისტებმა სავიზო პროცედურების შემდეგ ქალაქის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს. მარმარისის საკრუიზო პორტის დირექტორმა,  ბორა ბაიაზეთმა განაცხადა, რომ ტურისტებისთვის სტამბოლის შემდეგ მეორე ყველაზე მიმზიდველი ქალაქი მარმარისი გახლავთ. მისივე თქმით,  მიმდინარე წელს მხოლოდ მარმარისში 35-40 საკრუიზო გემს ელოდებიან.



მსგავსი ინფორმაციები