ქალინი ბოლტონს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს აქტუალური საკითხები

1196245
ქალინი ბოლტონს ტელეფონით ესაუბრა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა სატელეფონო საუბარი გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯონ ბოლტონთან. თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების ადმინისტრაციიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, ქალინმა და  ბოლტონმა საუბრის დროს განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოების, ასევე აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები, მათ შორის ლიბიასა და სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მხარეებმა ასევე აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თურქეთში ვიზიტის ალტერნატიულ თარიღებზეც გაამახვილეს ყურადღება“, იტყობინება თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების ადმინისტრაცია



მსგავსი ინფორმაციები