სტოლტენბერგმა  თურქეთის, რუსეთისგან შესასყიდი S-400-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

იენს სტოლტენბერგი 6-7 მაისს თურქეთს ეწვევა

1195266
სტოლტენბერგმა  თურქეთის, რუსეთისგან შესასყიდი S-400-ის შესახებ მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ნატო-ს გენერალურმა  მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთის, რუსეთიდან შესასყიდ S-400-ის საზენიტო-საჰაერო კომპლექსის საკითხთან დაკავშირებით, ანკარას  მხარს უჭერს. იენს სტოლტენბერგმა   6-7 მაისს თურქეთში განსახორციელებელი ვიზიტის წინ,  თურქულ საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajansı-ს (AA) ინტერვიუ მისცა რა დროსაც მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. „ნატო-ს მოკავშირეები,   რთული უსაფრთხოების წინაშე მყოფი თურქეთის გვერდით ყოველთვის იდგებიან. თურქეთს,  ნატო-ს გაძლიერებაში ყოველთვის შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი. ქვეყნების მიერ სამხედრო აღჭურვილობის საკითხს თვით იმ ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს. მაგრამ, მოკავშირეებთან,  ამ შემთხვევაში კი ნატოსთან ერთობლივი მისიისთვის მოქმედებაც მნიშვნელოვანია. თურქეთის მიმართ სხვადასხვა ფორმით  ტერორისტული თავდასხმები ხორციელებად. ამიტომ, საჭიროა ნატოს წევრმა ქვეყნებმა, მათ ამ საკითხში სრული მხარდაჭერა აღმოუჩინონ. თურქეთის მიერ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწეულ მხარდაჭერას ყოველთვის მივესალმები,“ განაცხადა, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.  იენს სტოლტენბერგი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანს და საგარეო საქმეთა მინისტრ,  მევლუთ ჩავუშოღლუსაც შეხვდება.



მსგავსი ინფორმაციები