28 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება

1195122
28 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

თურქეთის თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარის განცხადებით, გუშინ, ზეთისხილის რტოს ოპერაციის რეგიონში და ჰაქქარიში სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PKK/YPG-ს მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ამ რეგიონებში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში 28 ტერორისტი იქნა მოკლული. შეგახსენებთ, რომ ზეთისხილის რტოს ოპერაციის რეგიონში და ჰაქქარიში PKK/YPG-ს ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ჰულუსი აქარმა რეგიონში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ ასევე აღნიშნა, რომ ჯარისკაცების სისხლს აუღებელს არ დატოვებენ. მისივე თქმით, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციები მტკიცედ გაგრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები