როგორ აფასებს თურქეთი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს?

როგორ აფასებს თურქეთი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს?

1193059
როგორ აფასებს თურქეთი ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს?
mevlut cavusoglu.jpg
mustafa sentop.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ვენესუელაში მიმდინარე გადატრიალების მცდელობა დაგმო. ერდოღანმა სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. „ვენესუელის დომინანტი, ამ ქვეყნის ხალხია. ზოგიერთი წრეები ამ ქვეყანაში პოსტმოდერნისტულ კოლონიურ გუბერნატორის დანიშვნას ცდილობენ. დემოკრატიის მთავარი კრიტერიუმი არჩევნებია რა, თუ როგორ უნდა იმართოს ერთი რომელიმე ქვეყანა, ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანით გახდება ცნობილი. ქვეყანა, რომელსაც გადატრიალებების მრავალი გამოცდილება  გაჩნია, ვენესუელაში მიმდინარე გადატრიალების მცდელობას მკაცრად ვგმობთ,“ ნათქვამია ერდოღანის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

თურქეთის პარლამენტის თავჯდომარე, მუსტაფა შენთოფმა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „არადასავლურ ქვეყნებში  პოლიტიკის დარეგულირება სამწუხაროდ ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული ხშირად სამოქალაქო დაპირისპირებებით ან კიდევ სამხედრო გადატრიალებებით ხორციელდება. ეს კი შეიძლება ითქვას რომ ერთგვარი სენია. ამის ნათელი მაგალითი ამჟამად ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებია. ვიმედოვნებთ, რომ ვენესუელაში უმოკლეს დროში სიმშვიდე დაისადგურებს.“

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმაც, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა და  განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ პრობლემის დიალოგის გზით მოგვარებას.  „ჩვენ ლეგიტიმური მთავრობის არადემოკრატიული გზით შეცვლის წინააღმდეგები ვართ რა, ყოველთვის ვიქნებით ვენესუელელი ხალხის გვერდით. ვენესუელაში დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის წინააღმდეგ  გადატრიალების მცდელობების გამო შეშფოთებული ვართ. ჩვენ,  არსებული პრობლემის დიალოგის გზით მოგვარების მომხრენი ვართ,“ ნათქვამია, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელ, Twitter-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში.

საკითხთან დაკავშირებით სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა გამართული პრესკონფერენციის დროს ამერიკის ვენესუელისადმი დამოკიდებულებას გააკრიტიკა და   განაცხადა: „არცერთ ქვეყანას არ აქვს იმის უფლება, რომელიმე სხვა ქვეყანაში  კოლონიური  მეთოდით პრეზიდენტი დანიშნოს. ჩვენ როგორც სხვა ქვეყნების  ასევე, ვენესუელაში მიმდინარე გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგი და  მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიის მომხრენი ვართ.“   

შეგახსენებთ, რომ   მიმდინარე წლის იანვრის თვიდან მოყოლებული საკუთარი თავის დროებით პრეზიდენტად გამომცხადებელმა ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ  სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში მოსახლეობას და  სამხედროებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. „ყველა სამხედროს და მათი ოჯახის წევრებს მოვუწოდებ, გარეთ გამოვიდნენ. ჩვენი კონსტიტუციის ფარგლებში საბოლოოდ ბოლო უნდა მოვუღოთ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების უზურპირებას“, - განაცხადა ხუან გუაიდომ.



მსგავსი ინფორმაციები