ერდოღანმა 1915 წლის მოვლენებთან და დღის წესრიგთან  დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

სომხური დეპორტაცია (იძულებითი მიგრაცია) არც გენოციდი და არც დიდი უბედურებაა

1191043
ერდოღანმა 1915 წლის მოვლენებთან და დღის წესრიგთან  დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთიპრეზიდენტმა რეჯეფ  თაიფ  ერდოღანმა განაცხადა, რომ სომხური დეპორტაცია (იძულებითი მიგრაცია) არც გენოციდი და არც დიდი უბედურებაა. მან ამის შესახებ ანკარის, ქიზილჯიჰამამის რაიონში  მიმდინარე,   სამართლიანობის და განვითარების პარტიის  (AKP)  28-ე კონსულტაციისა და შეფასების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისი თქმით,  ერთი საუკუნის წინ, სომხების მასობრივი დეპორტაცია ძალიან რთულ პირობებში ანუ,  ბალკანეთის ომის პერიოდში მომხდარი სამწუხარო მოვლენაა. „სომხების მიმართ მართლაც და ისე, რომ მოვქცეულიყავით, როგორც ზოგიერთი წრეები აცხადებენ, დღეისათვის ევროპაში, ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში და კავკასიაში მილიონობით სომეხი ვერ იცხოვრებდა. ქვეყნები, რომლებიც ამ ისტორიულ მოვლენას პოლიტიზირებას უწევენ, ეს მხოლოდ და მხოლოდ  პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ხდება. ჩვენი არქივები სომხური მოვლენების შესახებ ყველასათვის ღიაა. ჩვენ ყველა მოვიწვიეთ რათა სიმართლე დაედგინათ, მაგრამ, არავინ ჩამოსულა. რაც შეეხება საფრანგეთის პრეზიდენტს, მის ქვეყანაში მცხოვრები 700 ათასამდე სომეხის ხმების მითვისებას ცდილობს მაგრამ, არაფერი გამოუვა,“ განაცხადა ერდოღანმა. 

პრეზიდენტმა  სიტყვით გამოსვლისას ისიც აღნიშნა, რომ  რუსეთიდან შესასყიდი  S-400-ს საკითხთან დაკავშირებით ამერიკასთან დიდი განსხვავებული მოსაზრებები გააჩნიათ და დაამატა: „ვისაც რაც უნდა ის თქვას, ჩვენთვის მთავარი, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაა. სირიაში ტერორის აღმოსაფხვრელად,  S-400-ის და სხვა მსგავსი უსაფრთხოების იარაღების შეძენასთან დაკავშირებით მტკიცე ნაბიჯებს ვდგამთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც.  ამ  ყველაფერს  ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და სუვერენიტეტისთვის  ვაკეთებთ.“

 ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას,    გოლანის მადლობებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორიები სირიის კუთვნილია და ისრაელი ამ შემთხვევაში ოკუპანტია. მან ბოლოს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ანკარამ ყველა კრიტერიუმი შეასრულა რა, ევროკავშირის არათანმიმდევრული პოლიტიკა მათ ურთიერთობებს ამწვავებს.



მსგავსი ინფორმაციები