ბარჰამ სალიჰი თურქულ კომპანიებს ერაყში ინვესტიციების განხორციელებისთვის იწვევს

ბარჰამ სალიჰი თურქულ კომპანიებს ერაყში ინვესტიციების განხორციელებისთვის იწვევს

1190189
ბარჰამ სალიჰი თურქულ კომპანიებს ერაყში ინვესტიციების განხორციელებისთვის იწვევს

ერაყის პრეზიდენტმა ბარჰამ სალიჰიმ   თურქულ ფირმებს მისი ქვეყნის რეკონსტრუქციის სფეროში ინვესტიციების განხორციელებისკენ   მოუწოდა. ერაყის პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალიჰიმ პრეზიდენტის სასახლეში თურქეთის ელჩი ერაყში, ფათიჰ ილდიზი და კონტრაქტორების ასოციაციის პრეზიდენტი, მითჰათ იენიგუნი მიიღო. შეხვედრაზე ბარჰამ სალიჰიმ თურქეთ-ერაყის მჭიდრო ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ანკარასთან ეკონომიკის და სავაჭრო სფეროში ურთიერთობების  გაღრმავება  სურთ.  სალიჰიმ ამ თვალსაზრისით თურქულ ფირმებს მოუწოდა, რომ მისი ქვეყნის რეკონსტრუქციისათვის  ინვესტიციები განახორციელონ. გუშინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში „ერაყის ხელმეორედ რეკონსტრუქციისათვის თურქეთ-ერაყის სამშენებლო ფორუმიც“ გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები