ჩანაქკალეს სახმელეთო ბრძოლოს გამარჯვების 104-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით  აღინიშნება

ჩანაქკალეს სახმელეთო ბრძოლოს გამარჯვების 104-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით  აღინიშნება

1189923
ჩანაქკალეს სახმელეთო ბრძოლოს გამარჯვების 104-ე წლისთავი სხვადასხვა ღონისძიებებით  აღინიშნება
yuruyus.jpg
yuruyus.jpg

ჩანაქკალეს სახმელეთო ბრძოლაში გამარჯვების 104-ე წლისთავთან დაკავშირებით უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან და სკაუტებისგან ჩამოყალიბებულ დაახლოებით 8000-მა ადამიანმა 1915 წლის 25 აპრილს განხორციელებული მსვლელობის   მსგავსი  ღონისძიება  57-ე პოლკთან განახორციელეს.  მსვლელობას ახალგაზრდობის და სპორტის მინისტრი მეჰმედ მუჰარრემ ქასაბოღლუც ესწრებოდა. მსვლელობა,  ჩანაქკალეს სახმელეთო  ბრძოლის გამარჯვების 104-ე წლისთავის საპატივცემულოდ 104 მეტრი სიგრძის თურქეთის დროშით გაიმართა. მსვლელობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადების გამკეთებელმა მინისტრმა ქასაბოღლუმ აღნიშნა, რომ ახალგაზრდებთან ერთად ერთი საუკუნის წინ წინაპრების მხრიდან სამშობლოს დასაცავად გაწეული ღვაწლის ზუსტად იმ ადგილას შეგრძნება მართლაც და საამაყო და მნიშვნელოვანია. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩანაქკალეს გამარჯვება მათთვის   განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ეს გამარჯვება ნამუსის და ღირსების დაცვაა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ პერიოდის ახალგაზრდებს, ამიტომ 1915 წლის შემდგომი თაობები ვალდებული არიან ის სულიერი შეგრძნება თვითონაც შეინარჩუნონ და მომავალ თაობებსაც გადასცენ.



მსგავსი ინფორმაციები