დღეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღეა

ეს დღე ზეიმით აღინიშნება თურქეთის ოთხივ კუთხეში

1188274
დღეს ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღეა

 

დღეს 23 აპრილია, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა საერთაშორისო დღე და მას აღნიშნავენ თურქეთის ოთხივ კუთხეში, თურქეთის უცხოეთის წარმომადგენლობებში და ჩრდილოეთ კვიპროსში. თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სიმბოლოდ ქცეულ 1920 წლის 23 აპრილს მუშაობა დაიწყო თურქეთის დიდმა ეროვნულმა მეჯლისმა და თურქი ხალხის ბელადმა, ქემალ ფაშა ათათურქმა, ეს დღე არმაღანად უძღვნა ბავშვებს რა, მას შემდეგ ეს დღე ზეიმით აღნიშნება, ხოლო 1979 წლიდან კი თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT/თრტ-ს ინიციატივით, ეს დღე, როგორც მსოფლიო ბავშვთა საერთაშორისო დღე, ისე აღინიშნება და ყოველწლიურად მსოფლიოს ათობით ქვეყნიდან ასობით ბავშვი ჩამოდის ამ დღის აღსანიშნავად. 23 აპრილთან დაკავშირებით საპარლამენტო და სამთავრობო დელეგაცია, ეროვნული განათლების მინისტრ ზია სელჩუქის თავჯდომარეობით დღეს დილის ცხრა საათზე ეწვია ანითკაბირს, ე.ი. ათათურქის მავზოლეუმს და ჯერ ყვავილების გვირგვინით შეამკეს იგი, შემდეგ კი ყველამ ეროვნული ჰიმნი შეასრულა.  დღეს შუადღისას, საპრეზიდენტო კომპლექსში გალა კონცერტი გაიმართება და მას პრეზიდენტი რ.თ. ერდოღანიც დაესწრება. შუადღის შემდეგ პარლამენტის შენობაში სპეციალური შეკრება გაიმართება რა, აქ სიტყვით გამოვლენ საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლები, ხოლო საღამოს კი აქვე, პარლამენტის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი ოფიციალურ მიღებას გამართავს



მსგავსი ინფორმაციები