MİT-მა ერაყში PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა

MİT-მა ერაყში PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა

1187823
MİT-მა ერაყში PKK-ს წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა
terörist.jpg

თურქეთის დაზვერვის სამსახურის (MİT) მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს საზღვარგარეთ არსებულ სამიზნეებზე წარმოებული მუშობით სინჯარში დაკავებული 4 ტერორისტი, 18 აპრილს ერაყიდან თურქეთში ჩამოიყვანეს და უშიშროების მთავარი სამმართველოს ტერორიზმთან ბრძოლის ჯგუფებს გადასცეს.

უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით, დაკავებულმა ტერორისტებმა ვ.კ. (34), მ.კ. (21), ა.ო. (20) და კ.ი. (16) ტერორგანიზაცია PKK/KCK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-ს შიგნით სირიაში შეიარაღებული მომზადება გაიარეს.

დადგინა, რომ სირიასა და ერაყში მოქმედი ტერორისტები ერაყ-სინჯარის ტერიტორიაზე გადავიდნენ.  

ტერორისტებიდან ვ.კ. 2010 წელში PKK/KCK-ში გაწევრიანდა, ერაყის ჩრდილოეთში მდებარე გარასა და ჰაფთანინის ტერიტორიაზე თურქეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აქტიური როლი შეასრულა და ასევე მოქმედებდა სინჯარის რეგიონშიც.

ასევე დადგინდა, რომ ვ.კ-მ გასულ თვეში სინჯარის რეგიონში იეზიდი ოჯახის 11 წლის უნარშეზღუდულ ბავშვზე სექსუალურად იძალადა და PKK/KCK-მ ამ ფაქტის დასამალად ტერორგანიზაციის წევრი სხვა რეგიონში გააგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები