ტრამპმა თურქი მინისტრი მიიღო

“შეხვედრამ პოზიტიურ და კონსტრუქციულ ვითარებაში ჩაიარა“

1184063
ტრამპმა თურქი მინისტრი მიიღო

 

ვაშინგტონში, თურქეთ-ამერიკის ბიზნეს საბჭოსა (taik) და ამერიკულ- თურქული საბჭოს (ATC) მიერ ორგანიზებულ 37-ე ერთობლივ ყოველწლიურ კონფერენციაზე მყოფი თურქეთის სახაზინო და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაკი, თეთრი სახლში მიიღო  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. ალბაირაქმა Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ მესიჯში აღნიშნა, რომ ვაშინგტონში, აშშ-ის ხაზინის მინისტრ სტივ მნუჩინთან და ტრამპის მთავარ მრჩეველ ჯერედ კუშნერთან  გამართული შეხვედრის დროს, სამივენი ერთდროულად მიიღო დონალდ ტრამპმა და მას ერდოღანის მოკითხვა და სალამი გადასცა. "ძალიან პოზიტიური, დადებითი და  კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა ტრამპთან", აღნიშნავს ალბაირაქი და ამატებს, რომ საუბრის დროს რუსეთიდან S-400 ტიპის რაკეტების შეძენის, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობის 75 მილიარდ დოლარამდე გაზრდის და რეგიონალურ საკითხებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს რა, ტრამპისგან ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მიიღეს. “ტრამპის მხრიდან თურქი მინისტრის მიღება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, თუ იგი როგორ დიდ მნიშვნელობაა აძლევს თურქეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებს და თანამშრომლობას“, ხაზს უსვამ თურქი მინისტრი და ამატებს, რომ უახლოეს ხანებში შეიძლება ტრმპსა და ერდოღანს შორის პირისპირი შეხვედრაც გაიმართოს



მსგავსი ინფორმაციები