სუდანთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა

სუდანთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა

1181931
სუდანთან დაკავშირებით თურქეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სუდანში ხელისუფლების არმიის ხელში გადასვლასთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა და მასში ნათქვამია: „თვალყურს ვადევნებთ აფრიკის კონტინენტზე მდებარე სუდანში განვითარებულ მოვლენებს, რომელთანაც მასშტაბური ურთიერთობები და ძირძველი ძმური კავშირები გვაქვს... ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი კონსტიტუციური დემოკრატიისა და ეროვნული შეთანხმების ფარგლებში ხალხის მოთხოვნების დაკმაყოფილებით, მშვიდობიანად წარიმართება. სუდანის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის. თურქეთი როგორც დღემდე, ასევე ამის  შემდეგაც სუდანში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების დასამყარებლად მოძმე სუდანელი ხალხის გვერდით იქნება და გააგრძელებს მის მხარდაჭერას.“

სუდანის თავდაცვის მინისტრმა ავად ბინ ავფმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება არმიის ხელში გადავიდა და 2 წლიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყო.



მსგავსი ინფორმაციები