ჩავუშოღლუმ ფრანგი პარლამენტარი მკაცრად გაკიცხა

ჩავუშოღლუმ ფრანგი პარლამენტარი მკაცრად გაკიცხა

1182265
ჩავუშოღლუმ ფრანგი პარლამენტარი მკაცრად გაკიცხა
fransiz parlamenter nato.jpg

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ გენოციდის და ისტორიის საკითხთან დაკავშირებით თურქეთისადმი რჩევების მიცემის უფლების მქონე ყველაზე ბოლო ქვეყანა, საფრანგეთია. ჩავუშოღლუმ ანტალიაში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის  და ხმელთაშუა ზღვის, ახლო აღმოსავლეთის კერძო ჯგუფის ერთობლივი შეხვედრის  რიგით 99-ე სემინარის გახსნის ცერემონიალზე  ფრანგი პარლამენტარის,  სონია კრიმინიე.წ. სომხური გენოციდის შესახებ დასმულ კითხვას მკაცრად უპასუხა. „საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მხრიდან 24 აპრილის სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ გამოცხადება,  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაეროს გადაწყვეტილებას თუ შეესაბამება? თქვენ პოლიტიკოსები ისტორიის მოვლენასთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანის უფლებას საიდან პოულობთ? აზრის გამოთქმა სხვაა, გადაწყვეტილების მიღება კიდევ სხვა. კარგით მაგრამ, რომელ წყაროებზე დაყრდნობით ღებულობთ ასეთ გადაწყვეტილებას? თანაც,  მიუხედავად იმისა, რომ  ამ ყველაფრის შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობთ.  ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება გამოუნახოთ, ეს არის  თქვენი პოპულიზმი. გენოციდის და ისტორიის საკითხთან დაკავშირებით თურქეთისადმი  რჩევების მიცემის უფლების მქონე ყველაზე ბოლო ქვეყანა, საფრანგეთია, რამეთუ,    ჩვენ ძალიან კარგად ვიცით საფრანგეთის მიერ რუანდაში და ალჟირში ჩადენილი ქმედებები, რომლებიც გენოციდად არის შეფასებული, ამიტომაც ამ ქვეყანამ სჯობია  ჯერ საკუთარ ისტორიას გადახედოს. თქვენ ყოველთვის ზევიდან ყურებას ხართ შეჩვეული, მაგრამ ჩვენც ყოველთვის მზად ვართ, რომ თქვენ შესაბამისი პასუხი გაგცეთ,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. ჩავუშოღლუს ამ სიტყვების შემდეგ ფრანგმა პარლამენტარმა დარბაზი დატოვა.



მსგავსი ინფორმაციები