ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს რეგიონში დაჭრილი სამხედერო დაიღუპა

სირიაში ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს რეგიონში 31 მარტს ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედრო საავადმყოფოში გარდაიცვალა

1180487
ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს რეგიონში დაჭრილი სამხედერო დაიღუპა

სირიაში ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს რეგიონში 31 მარტს სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს ტერორისტების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედრო საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტროს პრესისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში გაკეთებული განცხადები მიხედვით, ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს რეგიონში 31 მარტს  ტერორისტების საჰაერო თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამხედროს გადარჩენა ვერ მოხერხდა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ღრმა მწუხარებით და ტკივილით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა და შეჰიდი გახდა ჩვენი ჯარისკაცი, რომლის მწუხარე ოჯახს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თურქ ერს სამძიმარს ვუცხადებთ და ვუსურვებთ გამძლეობასა და მოთმინებას.“



მსგავსი ინფორმაციები