ჩავუშოღლუ ვაშინგტონში თურქ ჟურნალისტებს ესაუბრა

“ ჩვენ გვინდა კარგი  და დაბალანსებული ურთიერთობები გვქონდეს ყველასთან“

1177479
ჩავუშოღლუ ვაშინგტონში თურქ ჟურნალისტებს ესაუბრა

 

ნატოს შექმნის 70 წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზედაც თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუტ ჩავუშოღლუ წარადგენს.

მან აქ პრეს კონფერენცია გამართა თურქ ჟურნალისტებთან და განაცხადა, რომ რუსეთისგან შესასყიდი  S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების კონტროლი თურქეთის ხელში იქნება და იგი  არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის არც ნატო-ს სამხედრო სისტემებს და არც ამერიკულ F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს.

მისივე თქმით, თავის ამერიკელ კოლეგა მაიკ პომპეოსთან პირისპირ შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაუთმეს ამერიკული ძალების სირიიდან გაყვანის და ამ საკითხში ორი მხრის კოორდინაციის, ჩრდილოეთ სირიაში უსაფრთხო ზონის შექმნის, რუსეთისგან  S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და აშშ-გან კი F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვის საკითხებს.

"ჩვენ რეგიონში მრავალმხრივ საგარეო პოლიტიკას ვეწევით. რეგიონში რუსეთის მეზობლები ვართ და ყველანი მისგან ბუნებრივ აირს ვყიდულობთ რა, აქედან გამომდინარე სავაჭრო პარტნიორებიც ვართ. აშშ-ი კი ჩვენი ნატოს მოკავშირეა და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატოს აღმოსავლეთში თუ შავ ზღვაში ყველანაირ ქმედებას. ჩვენ გვინდა კარგი  და დაბალანსებული ურთიერთობები გვქონდეს ყველასთან და არ უნდა დავრჩეთ ამა თუ იმ მხარის გვერდზე დადგომის არჩევანის წინაშე“, განაცხადა ჩავუშოღლუმ.



მსგავსი ინფორმაციები