თურქეთმა ტრამპის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო

თურქეთმა ტრამპის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო

1170436
თურქეთმა ტრამპის გადაწყვეტილება მკაცრად დაგმო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუმ,  აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის,  გოლანის მაღლობების, ისრაელის სუვერენიტეტის შესახებ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერა მკაცრად დაგმო. ჩავუშოღლუმ საკითხთან დაკავშირებით სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-მ კიდევ ერთხელ საერთაშორიოს სამართალს იგნორირება გაუკეთა რა, მათი ეს გადაწყვეტილება არასოდეს გაამართლებს ისრაელის ანექსიას. პირიქით, იგი ხელს შეუშლის ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო ძალისხმევას და რეგიონში დაძაბულობას შეუწყობს ხელს.“

ტრამპის გოლანის მაღლობების შესახებ,  ისრაელის სუვერენიტეტის  გადაწყვეტილებაზე ხელმოწერას,  პრეზიდენტის პრესსპიკერი  იბრაჰიმ ქალინიც გამოეხმაურა. ქალინი  თავის განცხადებაში აღნიშნავს: „აშშ-ს გოლანის მაღლობების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დროს ისრაელის მხრიდან ღაზის დაბომბვა,   ანტი-მშვიდობის, კონფრონტაციული მენტალიტეტის ახალი გამოვლინებაა. ვისი მხრიდანაც არ უნდა იქნას მხარდაჭერილი ოკუპაციის და ომის პოლიტიკა, არალეგიტიმური და არაადამიანურია.“

საკითხთან დაკავშირებით ერთი განცხადება სამართლიანობის და განვითარების პარტიის  (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმაც გააკეთა და დასძინა, რომ ტრამპის ხელმოწერა არალეგიტიმურია, რადგან გოლანის მაღლობები სირიის და სირიელების ტერიტორიებია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა.



მსგავსი ინფორმაციები