ერდოღანი 8 აპრილს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა

აღნიშნული შეხვედრა, ორი ქვეყნის ლიდერს შორის მიმდინარე წელს პირისპირ გამართული მესამე შეხვედრა იქნება

1169279
ერდოღანი 8 აპრილს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 8 აპრილს ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვევა. კრემლის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 8 აპრილს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ორი ქვეყნის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე მორიგ პირისპირ  შეხვედრას გამართავენ. აღნიშნული შეხვედრა, ორი ქვეყნის ლიდერს შორის მიმდინარე წელს  პირისპირ გამართული მესამე შეხვედრა იქნება. ლიდერები,  რუსეთ-თურქეთის ტურიზმის და კულტურის წლის გახსნის ცერემონიასაც დაესწრებიან.



მსგავსი ინფორმაციები