იბრაჰიმ ქალინი: „ტერორიზმის რელიგიასთან გაიგივება არასწორი მიდგომაა“

იბრაჰიმ ქალინი: „ტერორიზმის რელიგიასთან გაიგივება არასწორი მიდგომაა“

1165002
იბრაჰიმ ქალინი: „ტერორიზმის რელიგიასთან გაიგივება არასწორი მიდგომაა“

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ როგორც ისლამური ტერორიზმი გამოხატულება არასწორია, ქრისტიანული ან ებრაული ტერორიზმის გამოხატულებაც იმდენად არასწორია. იბრაჰიმ ქალინმა, ქალაქ ბურსაში ერთ-ერთ ღონისძიებაში მონაწილეობის დროს, ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე განხორციელებული ტერაქტი კიდევ ერთხელ დაგმო და აღნიშნა, რომ მსგავსი თავდასხმა რომელიმე ეკლესიაზე ან სინაგოგაზე, რომ განხორციელებულიყო, ამ ფაქტთან დაკავშირებით მსოფლიოს მიდგომა სულ სხვა იქნებოდა. „ხანდახან მსგავსი თავდასხმები ქრისტიანული მრწამსის წარმომადგენლის მხრიდან როცა ხორციელდება, ‘ჩვენ რატომაა, რომ ქრისტიანულ ტერორიზმს არ ვიძახით?’, ან კიდევ მსგავს უბედურებას ებრაელი თუ ჩაიდენს, ‘ებრაულ ტერორიზმს’ არ ვიძახით? იმიტომ, რომ როგორც, ისლამური ტერორიზმის გამოხატულება არასწორია, ქრისტიანული ან ებრაული ტერორიზმის გამოხატულებაც იმდენად არასწორია. მსგავსი  საქციელის ჩადენის შემთხვევაში არ შეიძლება იმ პირის საქციელის მთლიანად რელიგიასთან გაიგივება,“ განაცხადა ქალინმა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთზე ტერაქტის განმხორციელებელი ტერორისტის მიერ გავრცელებულ „მანიფესტსაც“ შეეხო, რომელშიც თურქეთზე და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შესახებაც არის ხაზი გასმული,  აღნიშნა: „მანიფესტში ჩვენი პრეზიდენტის მიმართ ‘ჩვენ ვხედავთ მითითებას, როგორც ლიდერი, რომელიც ყოველდღიურად მოძრაობს ევროპული ცივილიზაციის დანერგვის მიზნით’, ‘ჩვენი მარადიული მტერი,  მაჰმადიანი თურქების ყველაზე ძლიერი ლიდერი’ ასეთი ციტატებია მოყვანილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ლიდერი ზოგიერთ სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად,  ყველა პლატფორმაზე მტკიცედ აღნიშნავს, რომ ამჟამინდელი გლობალური არასამართლიანი სისტემა უნდა შეიცვალოს, რადგან ეს სისტემა, მხოლოდ და მხოლოდ ზოგიერთების სასარგებლოდ გამოიყენება.“  



მსგავსი ინფორმაციები