ერდოღანმა და აქარმა 18 მარტის გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით მესიჯები გაავრცელეს

ერდოღანმა  და აქარმა 18 მარტის ჩანაქკალეში  გამარჯვების 104-ე წლისთავთან დაკავშირებით მესიჯები გაავრცელეს

1165114
ერდოღანმა და აქარმა 18 მარტის გამარჯვების წლისთავთან დაკავშირებით მესიჯები გაავრცელეს
hulusi akar.jpg
cumhurbaskani erdogan.jpg

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქი ხალხი დამოუკიდებლობას და თავისუფლებას არასოდეს დათმობს. ერდოღანმა ამის შესახებ, 18 მარტის  ჩანაქკალეს ომში გამარჯვების  და შეჰიდების ხსოვნის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა.   „ჩვენ, როგორც ჩანაქკალეს ომში დაღუპულების შთამომავლები, დამოუკიდებლობას და თავისუფლებას არასოდეს დავთმობთ. როგორც მაშინ, დღესაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაში მომზადებულ მზაკვრულ გეგმებს წინააღმდეგობას ვუწევთ. ამ ყველაფერში ქალი, კაცი, ახალგაზრდა და მოხუცი ყველა ერთად ვართ ჩართული რათა, ჩვენი ნათელი მომავალი ავაგოთ,“ აღნიშნავს პრეზიდენტი ერდოღანი.

მეორეს მხრივ 18 მარტის,  ჩანაქკალეს ომში გამარჯვების  და შეჰიდების ხსოვნის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმაც გაავრცელა მესიჯი. აქარი თავის მესიჯში აცხადებს: „ნუ იდარდებთ, თქვენი სისხლის საფასური გადაუხდელი არ დარჩენილა, არც დარჩება. თვენი საყვარელი ადამიანების, რომლებიც დაგრჩათ, მათი ცრემლების საფასურიც გადავახდევინეთ მტერს. თურქეთის შეიარაღებული ძალები, ჩვენი ქვეყნის  ტერიტორიულ მთლიანობას და მოსახლეობის უსაფრთხოებას იცავს და ყოველთვის დაიცავს. ამ თვალსაზრისით, FETÖ, PKK/KCK/PYD-YPG და  DEAŞ-ის მსგავსი ტერ ორგანიზაციების ჩათვლით ყოველგვარი საფრთხის წინაშე ყოველთვის მზად არის.“



მსგავსი ინფორმაციები