ჰულუსი აქარი „ცისფერი სამშობლო 2019“ წვრთნებს დააკვირდა

აქარი: „შავ, ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვებში თურქეთის უფლებებს და ინტერესებს ყოველთვის დავიცავთ“

1157478
ჰულუსი აქარი „ცისფერი სამშობლო 2019“ წვრთნებს დააკვირდა

თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ  შავ, ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა  ზღვებში თურქეთის უფლებებს და ინტერესებს ყოველთვის დაიცავენ. ჰულუსი აქარმა გენშტაბის უფროს,  იაშარ გიულერთან ერთად „ცისფერი სამშობლო 2019“  სახელწოდების წვრთნებს ვერტმფრენით დააკვირდა და  აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე წვრთნების შესახებ ინფორმაცია მიიღო რა, შესაბამის პირებს გარკვეული რჩევებიც მისცა. ჰულუსი აქარმა წვრთნებზე დაკვირვების შემდეგ აღნიშნული ღონისძიების შესახებ კმაყოფილებაც გამოთქვა. თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო-საზღვაო წვრთნები, სახელწოდებით „ცისფერი სამშობლო 2019“,  რომელშიც 103 სამხედრო გემი მონაწილეობს, 2 მარტს დაიწყო. წვრთნები, შეიარაღებული და საზღვაო ძალების წლიური საწვრთნელი პროგრამის ფარგლებში,  შავ, ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა  ზღვებში ერთდროულად მიმდინარეობს. ცისფერი სამშობლო 2019  სახელწოდების  წვრთნები 8 მარტს დასრულდება.



მსგავსი ინფორმაციები