ანკარას დღეს კუშნერი ეწვია
იგი ერდოღანმა მიიღო
1153817
აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძე და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი დღეს თურქეთში ჩამოვიდა და მას თან ახლავენ ტრამპის სპეციალური მრჩეველი საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჯეისონ გრეენბლატი და ირანის სპეციალური წარმომადგენელი ბრაიან ჰუკი. კუშნერს პირველი შეხვედრა პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანთან ჰქონდა და ამ შეხვედრას ერდოღანის სიძე, ფინანსთა და ხაზინის მინისტრი, ბერატ ალბაირაქიც ესწრებოდა. შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობები და ეკონომიკური საკითხები, ასევე რეგიონალურიც და მის ფარგლებში ყველაზე დიდი ყურადღება სირიაში მიმდინარე პროცესებს და ანტერორისტულ ბრძოლას დაუთმეს