ჩავუშოღლუმ ანკარაში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა
თურქეთი რუსეთისგან შესასყიდ S-400-ის საკითხზე უკან არ იხევს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ რუსეთიდან შესასყიდი, S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხთან დაკავშირებით ერთი ნაბიჯითაც კი არ დაიხევენ უკან. ჩავუშოღლუმ ანკარაში დღის წესრიგთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. „S-400-ის შესახებ არანაირი განცხადების გაკეთება საჭირო არ არის. ეს საკითხი გადაწყვეტილია. თურქეთი დადებულ სიტყვას ყოველთვის პირნათლად ასრულებს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. მინისტრმა სირიიდან აშშ-ს სამხედროების გაწვევაზე და აშშ-სთან ერთობლივი პატრულირების საკითხზეც ისაუბრა და დაამატა: „აშშ-სთან ერთობლივი პატრულირება მხოლოდ მათი სირიიდან გასვლის პროცესს ემსახურება. აშშ-სგან სირიიდან გასვლის შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით ყოველთვის სხვადასხვა განცხადებები კეთდება. ეს, იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ს საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური სტრატეგია ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული.“ ჩავუშოღლუმ ბოლოს ეგვიპტეში სიკვდილით დასჯის განაჩენზე და ქალაქ შარმ ელ-შეიხში, შაბათ დღეს დაწყებული და გუშინ დამთავრებული, ევროკავშირისა და არაბული სახელმწიფოების ლიგის პირველ ერთობლივ სამიტზეც ისაუბრა რა, ევროკავშირის პოლიტიკას ორმაგი სტანდარტი უწოდა.
მსგავსი ინფორმაციები
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ
ერდოღანი: ჩვენ გვაქვს სრული ნდობა და მხარდაჭერა საშუალოვადიანი პროგრამის მიმართ