თურქმა კომანდოსებმა სპეცოპერაცია მოაწყვეს ჰაქურქში

განადგურებულ იქნა სეპარატისტების 17 საცხოვრებელი ობიექტი

1150394
თურქმა კომანდოსებმა სპეცოპერაცია მოაწყვეს ჰაქურქში

 

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთის შეიარაღებული ძალების (TSK) კომანდოსებმა, ჩრდილოეთ ერაყში მდებარე ჰაქურქის მაღალმთიანეთის 15 რეგიონში, სადაც თავს აფარებენ ქურთული სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას ტერორისტები, სპეცოპერაციები მოაწყვეს, რომლის დროსაც ტერორისტების კუთვნილი და საცხოვრებელი 17  გამოქვაბული, მღვიმე, ბუნკერი და თავშესაფარი გაანადგურეს. ამავე ცნობით, თურქმა კომანდოსებმა  ხსენებულ ობიექტებში დიდი რაოდენობით კვების პროდუქტები, წყალი, მედიკამენტები, ამონიუმის გვარჯილა და სხვა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, დოკის ტიპის საზენიტო იარაღი, 2 ცალი RPG-7 სარაკეტო დანადგარი, 2 ტონა დიზელის საწვავი, 500 მეტრი კაბელი, ასევე დიდი ოდენობით ტანსაცმელი, რუკები და დოკუმენტები აღმოაჩინეს



მსგავსი ინფორმაციები