ჩავუშოღლუ: „თურქეთ-აშშ-ს შორის ერთობლივი რაზმი ჩამოყალიბდა“

ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში, დაეში-ს წინააღმდეგ ჩამოყალიბებული  79 ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო

1140574
ჩავუშოღლუ: „თურქეთ-აშშ-ს შორის ერთობლივი რაზმი ჩამოყალიბდა“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, სირიიდან გასვლის თაობაზე, თურქეთ-აშშ-ს შორის ერთობლივი რაზმი ჩამოყალიბდა. ჩავუშოღლუმ ვაშინგტონში, დაეში-ს წინააღმდეგ ჩამოყალიბებული  79 ქვეყნისგან შემდგარი კოალიციის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას დაესწრო, რომლის დასრულების შემდეგაც პრესკონფერენცია გამართა. „აშშ-ს, სირიიდან სამხედროების გაწვევის პროცესზე სადამკვირვებლო სპეციალური რაზმი შეიქმნა. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემი აზრი ჩემს ამერიკელ კოლეგა, მაიკ პომპეოს ტელეფონით საუბრის დროს შევთავაზე. მანაც ეს წინადადება დადებითად შეაფასა და ერთობლივი რაზმი ჩამოყალიბდა, რომელიც, სირიიდან ამერიკული სამხედროების გაწვევას მოემსახურება რა, ამ თვალსაზრისით ხშირად გამართავენ შეხვედრებს,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქმა მინისტრმა მემბიჯის საგზაო რუკის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ მიუხედავად რთული ბუნებრივი და გეოგრაფიული პირობებისა, წინსვლა შეინიშნება. მან, სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩამოსაყალიბებელი ბუფერული ზონის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ეს ბუფერული ზონა ტერორისტების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული, მაშინ, თურქეთი ამ საკითხს არ დაეთანხმება.



მსგავსი ინფორმაციები