ქალინმა მკაცრად დაგმო მაკრონის ქმედება

“სომხურ ბრალდებებს საფუძველი არ გააჩნია და სიცრუეს წარმოადგენს“

1139832
ქალინმა მკაცრად  დაგმო მაკრონის ქმედება

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მხრიდან "24 აპრილის სომეხთა გენოციდის ხსოვნის დღე"-დ გამოცხადებაზე  მკაცრი უარყოფითი რეაგირება მოახდინა.

"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ მაკრონის გადაწყვეტილებას, მას არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს თურქეთისათვის," განაცხადა მან.

მისივე თქმით სომხების გენოციდის ბრალდებებს არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი, მთლიანად იგნორირებულია ისტორიული ფაქტები და სრულიად პოლიტიკურ სიცრუეზეა დაფუძნებული.

"2005 წელს სომხურ ბრალდებებთან დაკავშირებით ისტორიული ფაქტების გამოვლენისა და სიმართლის დადგენის მიზნით, ერდოღანმა ერთობლივი საერთაშორისო ისტორიული კომისიის შექმნის წინადადება შესთავაზა სომხეთსაც და მის მხარდამჭერებსაც, მაგრამ, მათ უარი თქვეს და არ მიიღეს რა ეს წინადადება, აგრძელებენ ისტორიული მოვლენების მანიპულირებას. არავის შეუძლია დაადანაშაულოს თურქეთი ან ლაქა მოსცხოს იმაში, რაც მას არ ჩაუდენია. მაკრონს ამჟამად პოლიტიკური პრობლემები აქვს საკუთარ ქვეყანაში და ასეთი განცხადებების გავრცელებით, სურს დღის წესრიგის შეცვლა და განრისხებული საზოგადოების ყურადღების გადატანა სხვა საკითხზე. თურქეთი, ყველანაირ მცდელობას იჩენს და გააგრძელებს ასეთი მცდელობებისადმი მხარდაჭერას, რათა პირველი მსოფლიო ომის დროს მომხდარი მოვლენები დღის სინათლეზე იქნას გამოტანილი და ჭეშმარიტება დადგინდეს“ აღნიშნულია ქალინის განცხადებაში.

ემანუელ მაკრონმა, 1915 წლის მოვლენების წლისთავი, 24 აპრილი, "სომხური გენოციდის ხსენების დღედ" გამოაცხადა.



მსგავსი ინფორმაციები