ერდოღანმა ციპრასი მიიღო

განიხილეს აქტუალური საკითხები

1139522
ერდოღანმა ციპრასი მიიღო

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, განაცხადა, რომ იგი  საბერძნეთისგან ელოდება, ეს ქვეყანა არ გახდეს FETÖ, PKK და DHKP-C-ს მსგავსი ტერ ორგანიზაციების წევრების თავშესაფარი და მათთვის უსაფრთხო ნავსაყუდელი.

ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საბერძნეთის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრასთან პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერდოღანმა და მისმა სტუმარმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზედაც თურქმა პრეზიდენტმა თქვა: “მე მჯერა და იმედი მაქვს, რომ ყველა საკითხს და პრობლემას, რომელიც არსებობს საბერძნეთთან, სამართლიანობის და ურთიერთგაგების პრინციპებზე დაყრდნობით მოვაგვარებთ.

მანვე კიდევ ერთხელ შეახსენა სტუმარს, რომ ელიან, 2016 წლის 15 ივლისის პუტჩის მონაწილეებს, რომლებმაც საბერძნეთს შეაფარეს თავი, აუცილებლად გადასცემენ თურქ სამართალდამცავებს.

იგი შეეხო სავიზო ლიბერალიზაციის საკითხსაც და თქვა: “თუ ჩვენ ვასრულებთ დაპირებებს, ამასვე ველოდებით ევროკავშირისგანაც, რადგან, მათაც უნდა შეასრულონ აღებული ვალდებულებები".

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გულთბილი უწოდა შეხვედრას და აღნიშნა, რომ ყველანაირ პრობლემას მეზობელ თურქეთთან მხოლოდ დიალოგის გზით მოაგვარებენ და ამის იმედი აქვს, რასაც ადასტურებს ბოლო წლებში თურქეთ-ბერძნულ ურთიერთობებში გადაგმული პოზიტიური ნაბიჯები



მსგავსი ინფორმაციები