თურქეთმა ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო

1137343
თურქეთმა ისრაელის გადაწყვეტილება დაგმო

თურქეთმა,   პალესტინის ქალაქ, ალ-ხალილში მრავალმხრივი სადამკვირვებლო ორგანოს  ისრაელის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების შესახებ განცხადება გააკეთა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია: „1997 წელს ჩამოყალიბებული ‘ალ-ჰალილის საერთაშორისო დროებითი ყოფნის’ სახელობის სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელშიც თურქეთიც არის გაწევრიანებული და ისრაელის მიერ ოკუპირებულ ქალაქ, ალ-ხალილში  დაძაბულობის შემცირებას უწყობდა ხელს, თელ-ავივის  მხრიდან ცალმხრივად გაუქმება, რეგიონში სიტუაციის გამწვავებას შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკური მიზნით არის მიღებული, მალე გაიწვევენ.“ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაში ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ისრაელზე ზეწოლა განახორციელონ რათა მსგავს შეთანხმებებს დაემორჩილოს.



მსგავსი ინფორმაციები