ერდოღანმა კრემლის სასახლეში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

ერდოღანმა კრემლის სასახლეში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

1132193
ერდოღანმა კრემლის სასახლეში მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის იდლიბის რეგიონში ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლას რუსეთთან ერთობლივად აწარმოებენ. ერდოღანმა გუშინ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კრემლის სასახლეში პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს, თურქეთ-რუსეთის სირიის მიმართ გატარებული ერთობლივი პოლიტიკის შესახებ ისაუბრა: „როგორც იდლიბის,  ასევე ოთხთა სამიტის (თურქეთი, რუსეთი, გერმანია, საფრანგეთი) შედეგები შევაფასეთ. ასევე განვიხილეთ, აშშ-ს სირიიდან სამხედროების გაწვევის საკითხი. თურქეთის და რუსეთის პარტნიორობა სირიის საკითხთან დაკავშრებით შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ქვაკუთხედია. მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ მრავალი პრობლემა მოვაგვარეთ და მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. შეხვედრაზე ასევე განვაცხადე, რომ ჩვენი მთავარი მიზანი პირველ რიგში ტერ ორგანიზაცია, დაეში შემდეგ კი  PYD/YPG-ს ჩათვლით ყველა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ საკითხებში ჩვენ რუს  მეგობრებთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. არიან გარკვეული წრეები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობის დაძაბვას ცდილობენ. პირისპირ შეხვედრაზე ჩემს მეგობარ პუტინთან ერთად როგორც იდლიბის ასევე საკონსტიტუციო კომიტეტის საკითხებიც განვიხილეთ. ჩვენ ასევ სირიელი მიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხებზეც ვისაუბრეთ. დაახლოებით 4 მილიონი სირიელი ჩვენს ქვეყანას აფარებს თავს. ჩვენს მიერ,  „ევფრატის ფარი“-ს და „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციების შემდეგ დაახლოებით 300 ათასი სირიელი სამშობლოში დაბრუნდა. მსგავსი ნაბიჯის გადადგმა საჭიროებს მდინარე ევფრატის აღმოსავლეთშიც. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები ასტანის ფორმატში მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. მომავალ თვეში ბატონ, რუჰანის მონაწილეობით მორიგ სამთა სამიტს რუსეთში გავმართავთ რა, ამ საკითხებს უფრო დეტალურად განვიხილავთ,“ განაცხადა ერდოღანმა. მან ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ ამერიკასთან წარმოებული ბუფერული ზონის საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი სამინისტროები მოლაპარაკებებს აგრძელებენ.  



მსგავსი ინფორმაციები