ერდროღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გათიმართა

ერდროღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს

1125599
ერდროღან-ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გათიმართა

თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის ამერიკელ კოლეგა, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა ტრამპს განუცხადა, რომ სირიიდან ამერიკული სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილებით კმაყოფილი არიან და ამ საკითხში თურქეთი, ამერიკას როგორც ნატოს წევრი- მოკავშირე ქვეყანა,  ყოველგვარ დახმარებას გაუწევს. სატელეფონო საუბრის შესახებ პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორმხრივი ურთიერთობები და სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენებიც იქნა განხილული. ორი ქვეყნის ლიდერმა  სატელეფონო საუბრის დროს ასევე მემბიჯის საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე და სირიიდან ამერიკული სამხედროების გაყვანის წინააღმდეგ გამომსვლელ, გარემოებების პროვოკაციული ქმედბების თავიდან აცილების  მნიშვნელობის თაობაზე  ისაუბრეს. ერდოღანმა და ტრამპმა  სატელეფონო საუბრის დროს სირიის ტერიტორიულ მთლიანობის მნიშვნელობაზე და ამისათვის ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტებისგან გაწმენდილი ბუფერული ზონის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.  სატელეფონო საუბრის დროს ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს ქურთებთან არანაირი პრობლემა არ აქვს. თურქეთის მიზანი ტერ ორგანიზაციებიდან დაეში-ს, პკკ-ს და მისი სირიული ფრთების წინააღმდეგ ბრძოლაა. ლიდერებმა ბოლოს ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

მეორეს მხრივ ერდოღან-ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ თეთრი სახლიდანაც გავრცელდა განცხადება. თეთრი სახლის პრესსპიკერმა სარა სანდერსმა საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აღნიშნა: „ორი ქვეყნის ლიდერმა სატელეფონო საუბრის დროს, ამერიკული სამხედროების სირიიდან გაყვანის საკითხთან თანამშრომლობის და სხვა მრავალი საკითხი განიხილეს. პრეზიდენტმა ტრამპმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში თურქეთის უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით ერთობლივად მუშაობის სურვილი გამოთქვა.“ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ს და თურქეთის გენშტაბის უფროსები დღეს, პირისპირ შეხვედრას გამართავენ რა, სირიის შესახებ   თანამშრომლობის  საკითხებს განიხილავენ.



მსგავსი ინფორმაციები