ჰულუსი აქარმა სირიის საზღვარი გააკონტროლა

“ჩვენ ტერორისტებისგან მენბიჩსაც გავანთავისუფლებთ და ევფრატის აღმოსავლეთსაც“

1123738
ჰულუსი აქარმა სირიის საზღვარი გააკონტროლა

 

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, თურქეთის არმიის გენერალური შტაბის უფროს, არმიის გენერალ იაშარს გულერთან და სახმელეთო ძალების სარდალ, არმიის გენერალ უმიტ დუნდართან ერთად თურქეთის სირიასთან მოსაზღვრე რეგიონების ინსპექტირება ჩაატარა.

აქარი შეეხო რა სირიის ჩრდილოეთში შესაძლო ოპერაციას ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG/PKK-ს წინააღმდეგ, თქვა: "ჩვენ ოპერაცის ვამზადებთ მდინარე ევფრატის დასავლეთში მდებარე მენბიჩში, რომელიც ოკუპირებულია ქურთი ტერორისტების მხრიდან, შემდეგ კი  ევფრატის აღმოსავლეთ მხარესაც გავათავისუფლებთ მათგან და შესაბამისი ოპერაციის გეგმა უკვე მზად გვაქვს. როცა დრო და აუცილებლობა დადგება, როგორც “ევფრატის ფარის“ და “ზეთისხილის რტოს“ ოპერაციების დროს, ახლაც ქურთ სეპარატისტებს იმ სანგრებში ჩავმარხავთ, რომლებიც მათ თავიანთი ხელით გაჭრეს. ამ ოპერაციის მიზანიც, მხოლოდ ქურთი ტერორისტები არიან და როგორც წინა ოპერაციების დროს, ჩვენ ახლაც, არავითარ შემთხვევაში არ შევეხებით ჩვენს და-ძმებს ქურთებს, რომლებთანაც როგორც ხორცი და ძვალი ისე ვართ და ამის შესახებ ყველამ კარგად იცის“.



მსგავსი ინფორმაციები