ფუათ ოქთაი ვენესუელაში იმყოფება

ფუათ ოქთაი ვენესუელაში იმყოფება

1122950
ფუათ ოქთაი ვენესუელაში იმყოფება

თურქეთის ვიცეპრეზიდენტი ფუათ ოქთაი ვენესუელის პრეზიდენტ, ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაზე დასასწრებად ვენესუელაში ჩავიდა. ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში ჩასულ, ფუათ ოქთაის აეროპორტში ქვეყნის საგარეო საქმეთა  და დაგეგმარების მინისტრები დახვდნენ. ოქთაიმ აეროპორტში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბოლო დროს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები საგრძნობლად განვითარდა. მისივე თქმით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ამ ქვეყანაში განხორციელებული ვიზიტის დროს მტკიცედ აღინიშნა, რომ ანკარა-კარაკასს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს. ვიცეპრეზიდენტმა პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოკითხვებიც გადასცა ვენესუელის მოსახლეობას რა, პრეზიდენტ მადუროს ხელმეორედ პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მეორეს მხრივ ვენესუელაში მყოფმა ფუათ ოქთაიმ ბოლივიის პრეზიდენტ, ხუან ევო მორალესსაც შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები