იბრაჰიმ ქალინმა ამერიკელი სტუმრები მიიღო

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა

1121436
იბრაჰიმ ქალინმა ამერიკელი სტუმრები მიიღო

 

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი მიიღო.

ეს შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, პრეზიდენტის კომპლექსში წარიმართა და 2 საათი და 10 წუთი გაგრძელდა.

ამერიკული დელეგაციაში შედიოდნენ ასევე აშშ-ს შტაბის უფროსი ჯოზეფ დანფორდი და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ჯეიმს ჯეფრი.

დღესვე თურქეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი იაშარ გულერი   თავის ამერიკელ კოლეგას, ჯოზეფ დანფორდს გენშტაბში შეხვდება.

გარდა ამისა, დღესვე, სამივე ამერიკელ სტუმარს თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარიც მიიღებს.

შეხვედრების დროს ძირითადად ამერიკული ძალების სირიიდან გაყვანის, სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ქურთი ტერორისტების და დეაშთან ბრძოლის საკითხებს განიხილავენ



მსგავსი ინფორმაციები